Sunday, May 30, 2010

დედამიწა (The Earth)

დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბინებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე
6803000000 ადამიანი ცხოვრობს.


ირმის ნახტომი (Milky Way)

ირმის ნახტომი, ასევე ცნობილი როგორც რძიანი გზა, ხარის ნავალი, იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცის-იკანკლედი, დევის ნამუხლარი (ლათ. Via Lactea; ბერძნ. Γαλαξίας გალაქსიას — „რძიანი გზა“) არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს; დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი.

გალაქტიკა წარმოადგენს ელიფსური ფორმის ცენტრისგან, რომელიც გარშემორტყმულია გაზისა და კოსმიური მტვრის დისკით, ხოლო ვარსკვლავები ქმნიან ოთხ მკაფიო სპირალისებურ მკლავს. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 ათასი პარსეკია (100 000 სინათლის წელი) და მისი სისქე კი დაახლობით 1000 სინათლის წელიწადია. გალაქტიკა შეიცავს სულ მცირე 200 მილიარდ ვარსკვლავს (თანამედროვე შეფასება მერყეობს 200-დან 400 მილიარდ ვარსკვლავამდე). 2009 წლის იანვარის მონაცემებით გალაქტიკის მასა არის მზის მასის 3×1012, ანუ 6×1042 კგ. მისი ძირითადი მასა მოდის არა ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისო არის, არამედ უჩინარი შავი მატერიის ჰალოზე.

მზის სისტემა (The Solar System)

მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია,რომელსაც დედამიწა ეკუთვნის.მის ცენტრში მდებარეობს მზე,ჩვენი ვარსკვლავი,რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს.მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული,9პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით.პლანეტები მზის გარშემო,ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და,ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ.ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება,ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია.გამონაკლისია პლუტონი,ყინულისგან შემდგარი პლანეტა,რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრზე მდებარეობს.უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7000-ჯერ უფრო შორსაა.