Monday, March 3, 2014

Friday, February 10, 2012

მაიას ცივილიზაცია

მაია - მესოამერიკული ცივილიზაცია, ცნობილი ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი დამწერლობით, ასევე ხელოვნებით, არქიტექტურით, საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია არსებობდა პრეკლასიკურ პერიოდში, განვითარების პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში (დაახ. ჩვ. წ. 250-900 წწ.) და განაგრძობდა არსებობას პოსტკლასიკურ პერიოდში, ესპანელთა მიერ იუკატანის ნ/კ-ს დაპყრობამდე. განვითარების აპოგეაში მაია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კულტურის მქონე, მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებას.


ასტრონომია მაიას ტომში


მაიას ქურუმები უძველესი დროიდან ადევნებდნენ თვალს ციურ სხეულებს. საიდუმლო ცოდნას ვარსკვლავებისა და პლანეტების შესახებ ქურუმები იწერდნენ კოდექსებში, რომლებმაც შემოგვინახეს მაიას კალენდრების რთული სისტემა, რომელიც დაკავშირებული იყო მზის, მთვარისა და პლანეტა ვენერას მოძრაობასთან. მაიამ შექმნა არა მარტო მზის კალენდარი 365 დღით, არამედ უდიდესი სიზუსტით განსაზღვრეს მთვარის თვეც (თანამედროვე გამოთვლებით სულ 23 წამის ცდომილებით). მაგრამ ცხოვებისეულად ყველაზე მნიშვნელოვანი კალენდარი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე განსაზღვრავდა ადამიანის ბედსა დამ ის თითოეულ ნაბიჯს, მაიას ხალხისათვის იყო ასტროლოგიური, ანუ რიტუალური კალენდარი, რომელიც 260 დღიანი ციკლებისაგან შედგებოდა. თანამედროვე მონაცემებით ძნელია ამ კალენდრის წარმოშობის ზუსტი განსაზღვრს. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ მას საფუძვლად უდევს საშვილოსნოში ნაყოფის განვითარების პერიოდი – ჩასახვიდან დაბადებამდე. ძველი მაიას წარმომადგენლები, ისევე როგორც თანამედროვე ადამიანები, სარგებლობდნენ ჰოროსკოპებით, რიტუალური კალნდრით განსაზღვრავდნენ ხელსაყრელ დღეებს რაღაც გარკვეული საქმეების წამოსაწყებად. გარდა ამისა, მაიას ქურუმმა ასტრონომებმა შექმნეს რთული კალენდარი, რომელშიც ერთდროულად გამოიყენებოდა მზის, რიტუალური და პლანეტა ვენერას ციკლები. მის მიხედვით, ქურუმები განსაზღვრავდნენ ომების და მსხვერპლშეწირვების დროს. ეს დიდი კალენდარი შედგებოდა 104 წლისგან, ვენერას მოძრაობის 65 პერიოდისა და ადამიანის ნაყოფის მომწიფების 146 პერიოდისაგან. მის მიხედვით, ყოველი 173,3 დღის შემდეგ, შეიძლებოდა მოსალოდნელი მზისა თუ მთვარის დაბნელების წინასწარმეტყველება, რაც უბრალო ხალხზე მაგიურ შთაბეჭდილებას ახდენდა. მაიას კალენდრის ნახვა. . .

ძველი მაიას ქურუმები დარწმინებულნი იყვნენ, რომ მათ იცოდნენ სამყაროს გაჩენის ზუსტი თარიღი (იულიანური კალენდრის მიხედვით ძვ.წ. 3114 წლის 11 აგვისტო), ხოლო მათი კოსმოსული ციკლების თეორიის მიხედვით, 2012 წლის 21 დეკემბერს, ეს სამყარო უნდა დაიღუპოს. თუმცა მაიას ხალხებისთვი რეალური დაღუპვა გაცილებით ადრე – XVI საუკუნეში მოხდა, როცა მათ სანაპიროს ესპანელი კონკისტადორები, მღვდლები და კოლონისტები მოადგნენ.

Thursday, June 2, 2011

გალაქტიკები (Galaxies)

გალაქტიკა არის ვარსკვლავების, ვარსკვლავთშორისი არის, მტვრისა და უჩინარი მატერიებისდიდი სისტემა, რომელიც გრავიტაციული ზემოქმედებით უკავშირდება ერთმანეთს. ჩვეულებრივ გალაქტიკაში შედის 10 მილიონიდან (107) რამდენიმე ტრილიონამდე (1012) ვარსკვლავი. გალაქტიკების დიდი ნაწილი შედგება პატარა ვარსკვლავური სისტემებისგან. როგორც წესი, გალაქტიკის დიამეტრი ათი ათასიდან ასი ათას სინათლის წლამდე მერყეობს. გალაქტიკის მასის დაახლოებით 90% უცნობ შავ მატერიაზე მოდის, ეს კომპონენტი ჯერ-ჯერობით შეუსწავლელია. არსებობს თვალსაზრისი, რომ გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელიმდებარეობს. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სამყაროში 100 მილიარდი გალაქტიკაა. არსებობს სამი სახის გალაქტიკა: ელიფსური, სპირალური და არასწორი გალაქტიკა.


ირმის ნახტომი (ჩვენი გალაქტიკა), დისკოსებრი სპირალურ გალაქტიკაა, მისი დიამეტრია 30კილოპარსეკი (ანუ 100 000 სინათლის წელი), სისქე კი 3000 სინათლის წელი. მასში შედის დაახლოებით 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავი, ხოლო მისი მასა შეადგენს მზის მასას 3×1012-ს.

ძალიან ცოტაა განცალკევებული გალაქტიკების რაოდენობა. გალაქტიკები ხშირად ერთად ჯგუფედებიან. ზოგიერთი ჯგუფი ორმოცდაათამდე გალაქტიკისაგან შედგება. არსებობს უფრო დიდი ზომის „ოჯახი“, რომელიც რამდენიმე ათას გალაქტიკას მოიცავს. დროთა განმალობაში ისინი ერთმანეთში ირევიან და წარმოქმნიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტრუქტურას კოსმოსში, რომლის შუაგულშიც მდებარეობს მათ შორის ყველაზე დიდი ელიფსური გალაქტიკა.

Sunday, May 30, 2010

დედამიწა (The Earth)

დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბინებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე
6803000000 ადამიანი ცხოვრობს.


ირმის ნახტომი (Milky Way)

ირმის ნახტომი, ასევე ცნობილი როგორც რძიანი გზა, ხარის ნავალი, იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცის-იკანკლედი, დევის ნამუხლარი (ლათ. Via Lactea; ბერძნ. Γαλαξίας გალაქსიას — „რძიანი გზა“) არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს; დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი.

გალაქტიკა წარმოადგენს ელიფსური ფორმის ცენტრისგან, რომელიც გარშემორტყმულია გაზისა და კოსმიური მტვრის დისკით, ხოლო ვარსკვლავები ქმნიან ოთხ მკაფიო სპირალისებურ მკლავს. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 ათასი პარსეკია (100 000 სინათლის წელი) და მისი სისქე კი დაახლობით 1000 სინათლის წელიწადია. გალაქტიკა შეიცავს სულ მცირე 200 მილიარდ ვარსკვლავს (თანამედროვე შეფასება მერყეობს 200-დან 400 მილიარდ ვარსკვლავამდე). 2009 წლის იანვარის მონაცემებით გალაქტიკის მასა არის მზის მასის 3×1012, ანუ 6×1042 კგ. მისი ძირითადი მასა მოდის არა ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისო არის, არამედ უჩინარი შავი მატერიის ჰალოზე.

მზის სისტემა (The Solar System)

მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია,რომელსაც დედამიწა ეკუთვნის.მის ცენტრში მდებარეობს მზე,ჩვენი ვარსკვლავი,რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს.მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული,9პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით.პლანეტები მზის გარშემო,ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და,ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ.ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება,ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია.გამონაკლისია პლუტონი,ყინულისგან შემდგარი პლანეტა,რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრზე მდებარეობს.უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7000-ჯერ უფრო შორსაა.

Friday, September 4, 2009

რა არის სამყარო? (What is the World?)

ამ კითხვაზე დღეს საყოველთაოდ აღიარებული პასუხი არსებობს - ეს არის სივრცე ჩვენს გარშემო და ყველაფერი ის, რაც მასშია - კოსმოსური სხეულები, ყველა საგანი რაც ჩვენს გარშემოა , აირები,მტვრები და თვით ჩვენც სამყაროს ნაწილი ვართ. წარსულში ადამიანები სხვანაირად ფიქრობდნენ თუ როგორ იყო სამყარო მოწყობილი ვიდრე დღეს, მაგრამ დღესდღეობითაც არ არის აღიარებული თუ როგორია სამყარო.