ასტრონომია მაიას ტომში
მაიას ქურუმები უძველესი დროიდან ადევნებდნენ თვალს ციურ სხეულებს. საიდუმლო ცოდნას ვარსკვლავებისა და პლანეტების შესახებ ქურუმები იწერდნენ კოდექსებში, რომლებმაც შემოგვინახეს მაიას კალენდრების რთული სისტემა, რომელიც დაკავშირებული იყო მზის, მთვარისა და პლანეტა ვენერას მოძრაობასთან. მაიამ შექმნა არა მარტო მზის კალენდარი 365 დღით, არამედ უდიდესი სიზუსტით განსაზღვრეს მთვარის თვეც (თანამედროვე გამოთვლებით სულ 23 წამის ცდომილებით). მაგრამ ცხოვებისეულად ყველაზე მნიშვნელოვანი კალენდარი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე განსაზღვრავდა ადამიანის ბედსა დამ ის თითოეულ ნაბიჯს, მაიას ხალხისათვის იყო ასტროლოგიური, ანუ რიტუალური კალენდარი, რომელიც 260 დღიანი ციკლებისაგან შედგებოდა. თანამედროვე მონაცემებით ძნელია ამ კალენდრის წარმოშობის ზუსტი განსაზღვრს. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ მას საფუძვლად უდევს საშვილოსნოში ნაყოფის განვითარების პერიოდი – ჩასახვიდან დაბადებამდე. ძველი მაიას წარმომადგენლები, ისევე როგორც თანამედროვე ადამიანები, სარგებლობდნენ ჰოროსკოპებით, რიტუალური კალნდრით განსაზღვრავდნენ ხელსაყრელ დღეებს რაღაც გარკვეული საქმეების წამოსაწყებად. გარდა ამისა, მაიას ქურუმმა ასტრონომებმა შექმნეს რთული კალენდარი, რომელშიც ერთდროულად გამოიყენებოდა მზის, რიტუალური და პლანეტა ვენერას ციკლები. მის მიხედვით, ქურუმები განსაზღვრავდნენ ომების და მსხვერპლშეწირვების დროს. ეს დიდი კალენდარი შედგებოდა 104 წლისგან, ვენერას მოძრაობის 65 პერიოდისა და ადამიანის ნაყოფის მომწიფების 146 პერიოდისაგან. მის მიხედვით, ყოველი 173,3 დღის შემდეგ, შეიძლებოდა მოსალოდნელი მზისა თუ მთვარის დაბნელების წინასწარმეტყველება, რაც უბრალო ხალხზე მაგიურ შთაბეჭდილებას ახდენდა. მაიას კალენდრის ნახვა. . .
ძველი მაიას ქურუმები დარწმინებულნი იყვნენ, რომ მათ იცოდნენ სამყაროს გაჩენის ზუსტი თარიღი (იულიანური კალენდრის მიხედვით ძვ.წ. 3114 წლის 11 აგვისტო), ხოლო მათი კოსმოსული ციკლების თეორიის მიხედვით, 2012 წლის 21 დეკემბერს, ეს სამყარო უნდა დაიღუპოს. თუმცა მაიას ხალხებისთვი რეალური დაღუპვა გაცილებით ადრე – XVI საუკუნეში მოხდა, როცა მათ სანაპიროს ესპანელი კონკისტადორები, მღვდლები და კოლონისტები მოადგნენ.
No comments:
Post a Comment